როგორც უკვე ვწერდით, ერლინგ ჰოლანდის წარმომადგენლები ბარსელონაში იყვნენ და მოლაპარაკებები გამართეს.
კატალონიის შემდეგ მათი შემდეგი გაჩერება მადრიდი გამოდგა, სადაც რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთანაც ისაუბრეს.
ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა, მისივე თქმით დორტმუნდელები ჰალანდში მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვენ.
როგორც ჩანს ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდიდან მალე წავა და რომელიმე ესპანურ გრანდში გადავა, ვნახოთ რომელი უფრო მოინდომებს.





