ინგლისი და იქაური სიგიჟე, რასაც „ბოქსინგი“ ჰქვია ფეხბურთის ქომაგთათვის უცხო არ არის. ნისლიან ალბიონზე საფეხბურთო ციებ-ცხელება არც ახალი წლის დღეებში ჩერდება. ამ დროს კი ევროპის სხვა ქვეყნებში გუნდებს საშობაო არდადეგები აქვთ.
ეს მცირე შესავალი კი იმად დაგვჭირდა, რომ კრიშტიანო რონალდომ შობა-ახალი წლის დუბაიში შეხვედრა გადაწყვიტა, რითიც უბრალო იტალიელი ხალხი გააბრაზა. ალბათ იფიქრებთ, ერთი შეხედვით ამ უწყინარ ამბავს მოსახლეობა რატომ უნდა გაეღიზიანებინაო. ახლავე მოგახსენებთ.
საქმე იმაშია, რომ პანდემიის გამო დაწესებული „ლოქდაუნის“ გამო, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ხალხი შობა-ახალ წელს სახლში გამოკეტილი ხვდება. მათ ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ. ამ დროს კი რონალდუმ არდადეგები დუბაიში მოიწყო. ისი ვთქვათ, რომ 35 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ეს გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიუღია. მან გუნდის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე თხოვნით მიმართა, „იუვენტუსმაც“ ნება დართო, ოღონდ იმ პირობით, რომ უკან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს გაივლიდა.
ჩვენ რა, წითელი გოჭები ხომ არ ვართ, თუ რონალდუს შეუძლია, მაშინ ჩვენც გვინდა შობა-ახალი წლის სხვა ქვეყანაში შეხვედრაო, მოითხოვეს „იუვენტუსის“ სხვა ფეხბურთელებმაც. გუნდმა მათაც მწვანე შუქი აუნთო.
პირველი წრის შემდეგ, „იუვენტუსი“ 24 ქულით მე-6 ადგილზეა. სატურნირო ცხრილს კი 34 ქულით „მილანი“ ლიდერობს.





