სერბეთის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი, დუშან ვლაჰოვიჩი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბიანკონერიმ სერბი თავდამსხმელი “ფიორენტინადან” 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. სერბი თავდამსხმელი წლიური ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.
დუშან ვლაჰოვიჩი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია. სერბმა თავდამსხმელმა 2021/2022 წლების სეზონში 24 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
👀
👋 Dusan pic.twitter.com/FDilzxMvEt— JuventusFC (@juventusfc) January 28, 2022








