მილანური დერბი საფეხბურთო სამყაროს ინტერესესს ყოველთვის იწვევს. „მილანის“ და „ინტერის“ დაპირისპირებას არა მხოლოდ ამ ორი გრანდის ქომაგები, ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარი მუდამ გამადიდებელი ლუპით აკვირდება.
სავარაუდოდ ასე იქნებოდა ამჯერადაც, როდესაც იტალიის თასის 1/4 ფინალში, მოედანზე ერთმანეთის პირისპირ „ნერაძურის“ და „როსონერის“ ფეხბურთელები დადგნენ.
მატჩი ანტონიო კონტეს შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. „ინტერის“ რიგებიდან გოლები რომელუ ლუკაკუმ და ერიქსენმა გაიტანეს.
იტალიური და ზოგადად მსოფლი მედიის ყურადღების ცენტრში, პირველ ტაიმში, ზლატან იბრაგიმოვიჩსა და რომელუ ლუკაკუს შორის მომხდარი ინციდენტი მოექცა. მეტი სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კინკლაობის დაწყების ინიციატორი ბელგიალი ფორვარდი გახლდათ, რომელმაც ზლატანის მისამართით აგრესიული საუბარი წამოიწყო.
„სახეში ნუ მიღიმი“ – უთხრა ლუკაკუმ შვედს. ზლატანი, რის ზლატანი იქნებოდა ხურდა არ დაებრუნებინა. „წადი პატარ ვირო და შენი ვუდუს რიტუალები სადმე სხვაგან აკეთე“ – უპასუხა იბრაგიმოვიჩმა.
ლუკაკუ იბრას დაემუქრა და უთხრა გასახდელში გაერკვიათ ურთერთობა, რაზეც ზლატანს გაეღიმა და ცინიკურად უპასუხა – „კარგი, მიდი დედაშენს დაურეკე“.
ამ სიტყვებზე ბელგიელი ფეხბურთელი გამწარდა და შესვენებაზე, როდესაც გუნდები გასახდელისკენ მიემართებოდნენ, ის შვედზე იწევდა. ლუკაკუს არაერთი ფეხბურთელი აჩერებდა.
მოკლედ, ინციდენტი ამით ამოიწურა. მეორე ტაიმში ბელგიელ და შვედ ფორვარდებს შორის სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება აღარ მომხდარა.





