ინგლისის ნაკრების ახალგაზარდა ფეხბურთელმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა “ლივერპულთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
22 წლის ფეხბურთელი ინგლისური კლუბის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2017 წელს დაწინაურდა. მან “ლივერპულთან” ერთად 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 პრემიერ ლიგა მოიგო. გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
𝗧𝗔𝗔 #⃣6⃣6⃣
Scouser. Red. ❤️
— Liverpool FC (@LFC) July 30, 2021





