ევროპა ლიგის მესამე ტურში J ჯგუფში „ტოტენჰემმა“ ბულგარეთში 3:1 დაამარცხა „ლუდოგორეცი“.
ამ მატჩში ანგარიში თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გახსნა, რომელმაც თავის გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 300 მატჩში 200 გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი – ბობი სმიტს (208) და ჯიმი გრივზს (266). მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კეინის ანგარიშზე 11 გოლია.
“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა სონ ჰინ მინმა 61-ე წუთზე, შეცვლაზე შესვლიდან 17 წამში ჯოვანი ლო ჩელსოს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
J ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა – „ტოტენჰემს“, „ანტვერპენსა“ და ლასკ-ს 6-6 ქულა აქვთ.
რაზგრადი. „ჰუველჰარმა“
ლუდოგორეცი – ტოტენჰემი 1:3
გოლები: 0:1 კეინი (13), 0:2 ლუკას მოურა (32), 1:2 კესერუ (52), 1:3 ლე ჩელსო (62)








