ეროვნული ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გაგრამ საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ამით, ქუთაისელებმა საპასუხო მატჩის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
მთელი მატჩის განმავლობაში ტორპედო საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ, ანგარიშიც ლოგიკურ ნიშნულამდე მიიყვანა.
ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა. გაგრას საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი ივანიშვილმა ბრწყინვალედ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმი ქუთაისელებმა 0:1 მოიგეს.
მეორე ნახევარში, ქუთაისელი ფეხბურთელები საწყის წუთებშივე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და 81-ე წუთზე გაგრას მეორე ბურთიც შეუგდეს. თავი ამჯერად ცოტნე ნადარაიამ გამოიჩინა, რომელმაც ბექა ტუღუშის დარტყმულს მიმართულება კარისკენ შეუცვალა.
საბოლოოდ, ქუთაისელები განმეორებით მატჩს ორბურთიანი სხვაობით შეხვდებიან. შეხვედრა 19 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება.








