მადრიდის რეალის გერმანელ ნახევარმცველ ტონი კროოსს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მადრიდულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა, რომ ფეხბურთელის ბოლოდროინდელი ტესტი დადებითი აღმოჩნდა.
ამრიგად, გერმანელი ლა ლიგის დასკვნით ტურში ვილიარეალის წინააღმდეგ არ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს კროოსი კორონავირუსით დაავადებულ პირთან კონტაქტის გამო იზოლირებული იყო. 31 წლის ფეხბურთელის პირველი პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
ამ სეზონში გერმანელმა ლა ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.





