მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა.
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ უაღრესად მოტივირებულები ვიქნებით, ეს ჩვენი ამოცანაა. ეს ფეხბურთია და ყველაფერი იმის მიხედვით წყდება, თუ რა დონეს ვაჩვენებთ მოედანზე.
ჩვენ უნდა შევქმნათ მეტი შანსი, ვიდრე პირველ მატჩში. მე მჯერა, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.
ვიცით, რისი უნარი აქვს ედენ აზარს. სამწუხაროა, რომ მან ამის ჩვენება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო. ახლა მისი ფიზიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესია.
ეს ნიშნავს, რომ მას კვლავ შეუძლია თავის დონეზე ითამაშოს. ამ დონის ფეხბურთელს ასეთი მატჩები სჭირდება. ის შეიძლება ნებისმიერი დაცვისთვის საშიში იყოს”, – თქვა კროოსმა.





