იაპონურმა ტელეკომპანია NHK-მა ცოტა ხნის წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა და 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარების შესახებ, მოქალაქეების აზრი გაიგო.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ოლიმპიური თამაშების გადადების, ან უფრო მეტი, საერთოდ გაუქმების მომხრეა. საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილე მოსახლეობის მხოლოდ 27% არის თანახმა, რომ მომავალ წელს ტოკიომ ოლიმპიადას უმასპინძლოს. 31% ოლიმპიადის კიდევ 1 წლით გადადებას ითხოვს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამოკითხულთა უმრავლესობა – 32% საერთოდ გაუქმების მომხრეა.
იაპონელები მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ ოლიმპიური თამაშები ქვეყანაში შექმნილ ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
რაც შეეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოზიციას, სოკ-ში ოლიმპიადის გადადებას ხელმეორედ კატეგორიულად გამორიცხავენ.
ოფიციალურად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები სტარტს 2021 წლის 23 ივლისს აიღებს.




