ხუთშაბათს, 29 ივლისს ტოკიოს ოლმპიურ თამაშებზე 2 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
მედლის მოპოვების შანსი ექნება ძიუდოისტს ვარლამ ლიპარტელიანს, ხოლო ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
ცნობილია, გამომსვლელების დრო და მეტოქეთა ვინაობა:
ნინო სალუქვაძე | 04:00 საათიდან
ნინო სალუქვაძე ხვალ ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს – შეჯიბრი თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.
ვარლამ ლიპარტელიანი | 06:45 საათიდან
ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე პაკისტანელ ჰუსაინ შაჰსა და ეგვიპტელ რამადან დარვიშს შორის გამარჯვებული იქნება. ხვალინდელი ძიუდოს ტურნირი ტრადიციულად, 06:00-ზე დაიწყება. ლიპარტელიანს კი ტატამზე დაახლოებით 06:45 საათისთვის ველოდებით.








