4 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ხვალ საქმეში ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ჩაერთვება. 27 წლის სპორტსმენი ქართული დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. შეჯიბრი 14:50-ზე დაიწყება.
რამაზ ზოიძე ქართული დელეგაციისთვის კიდევ ერთი მედლის მოპოვებას შეეცდება. 25 წლის ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის თბილისის დროით 14:30-ზე იბრძოლებს.
შეგახსნებთ, რომ ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა. ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსან ანტონ პლესნოის ერგო.








