12 სექტემბრიდან იაპონიაში სტარტს აიღებს სუმოში შემოდგომის სუპერტურნირი – აკი ბაშო. შეჯიბრზე მონაწილეობას ჩვენი გოლიათი, ლევან გორგაძეც მიიღებს, რომელიც რეიტინგში დაქვეითების გამო დასავლეთის მე-12 მაეგაშირა იქნება.
იაპონიის სუმოს ასოციაციამ ტურნირის განრიგი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი სუმოისტის მეტოქეებიც გაირკვა.
ლევანი საწყის შეხვედრას 12 სექტემბერს, იაპონელ კოტოეკოსთან გამართავს, რომელიც დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა. ქართველ რიკიშს მეტოქესთან ბალანსი 4:1-ზე აქვს.
მეორე დღეს ქართველი რიკიში აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდოს შეერკინება, რომელთანაც მოგება-წაგებათა ბალანსი 9:8-ზე აქვს.
კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ტურნირზე ვერ იასპარეზებს ლეგენდალური მონღოლი სუმოისტი, იოკოძუნა ჰაკუჰო.








