ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძემ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იჩიიამამოტო იყო, რომელიც ქართველმა კუბიჰინერის ილეთით დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ ქართველმა რიკიშიმ ბალანსი გაათანაბრა და ახლა ორი მოგება და ამდენივე წაგება აქვს.
ლევანის მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანი იქნება. ორთაბრძოლა ხვალ გაიმართება.