ტოკიოს მაისის ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ქართველი ტოჩინოშინი დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა ონოშოს შეხვდა და კიდევ ერთხელ ჰიკიოტოშით დამარცხდა.
სამწუხაროდ ლევან გორგაძისთვის ეს ტურნირის მეხუთე დღეს მეოთხე წაგება იყო და ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა.
ტოჩინოშინი ხვალ, დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდება და ეცდება უარყოფითი ბალანსი მცირედით შეამციროს.








