ყაზახური გამოცემა kstnews.kz-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შესაძლოა კოსტანაის ტობოლი, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.
ყაზახური მხარის ინფორმაციით, ჯაბამ უარი თბილისის და ბათუმის დინამოებს უთხრა და დიდი ალბათობით კარიერას თურქეთში ბურსასპორში გააგრძელებს.
ბურსა, რომელიც თურქული ფეხბურთის გამორჩეული გუნდია, ამჟამად პირველ ლიგაში თამაშობს და სუპერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის.
რაც შეეხება კვეკვესკირს, წყაროს ინფორმაციით ის მოლაპარაკებებს პოლონურ კლუბთან აწარმოებს და შესაძლოა კოსტაინური კლუბი მანაც დატოვოს.





