თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ВТБ ლიგის სუპერთასის ნახევარფინალში 91:78 დაამარცხა “ლოკომოტივ ყუბანი” და ფინალში გავიდა, სადაც “ზენიტს” დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მის ანგარიშზე 5 ქულა, 2 პასი და ამდენივე ჩაჭრაა.
ცსკა-ს რიგებში 10 და მეტი ქულა 5-მა კალათბურთელმა დააგროვა და, მათ შორის ქართველი არ არის. შენგელიამ პარკეტზე სულ 14:17 წუთი გაატარა.




