თორნიკე შენგელია დაახლოებით 2 თვე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული კლუბის ვებ-გვერდმა დაადასტურა.
შენგელიამ ევროლიგაზე “ზენიტთან” მატჩის შემდეგ მარჯვენა მხრის სახსრის ტკივილი იგრძნო და კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა. ქართველი კალათბურთელის მკურნალობის გეგმა და გამოჯანმრთელების ზუსტი დრო კონსულტაციების დასრულების შემდეგ განისაზღვრება.
თორნიკემ “ზენიტთან” ბოლო მატჩში 33 ქულა ჩააგდო, რითაც ევროლიგის პირადი რეკორდი დააფიქსირა. სამწუხაროდ შენგელია მიმდინარე წელს პარკეტზე გასვლას ვეღარ მოახერხებს.




