მოსკოვის ცსკა რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ნიჟნი ნოვგოროდს“ ესტუმრა და 20 ქულის სხვაობით, 63:83 გაიმარჯვა.
შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა კალათბურთელმა არმიელების შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თოკომ შეხვედრაში მარგი ქმედების კოეფიციენტი – 24 დააფიქსირა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ამით, ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.
შენგელიამ მოედანზე გატარებულ 21 წუთში საკუთარ აქტივში 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
11 ტურის შემდეგ, 9 მოგებით და 2 მარცხით ცსკა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.




