ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში პლეიოფების დრო დადგა. ჩვენი ყურადღება მხოლოდ იმიტომ, რომ იქ თორნიკე შენგელია თამაშობს „ცსკა“-ს მიმართა არის მიპყრობილი.
კალათბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ მოსკოვური გუნდის მეტოქე პლეიოფში სტამბოლის „ფენერბახჩეა“.
„ცსკა“-მ თურქული გუნდი კიდევ ერთხელ – 78:67 დაამარცხა და სერიაშიც 2:0 დაწინაურდა. შენგელიამ მატჩი ძირითად დროში დაიწყო და ჯამში პარკეტზე 32 წუთზე მეტი დაჰყო.
ქართელი კალათბურთელის ანგარიშზე 11 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
სერიის მესამე დაპირისპირება რუსულ და თურქულ გუნდებს შორის 28 აპრილს გაიმართება.







