საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ნაკრები 88:83 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.
“მძიმე თამაში იყო, მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც მაშინ, როცა გვიჭირდა, ენერგია მოგვცა. უკრაინამ ძალიან კარგად ითამაშა. მწვრთნელებმა დიდებულად იმუშავეს. ვამაყობ ჩემი გუნდით.
საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლაც ისეთი მოტივაცია მაქვს, როგორიც პატარაობაში. ჩემი მთავარი ოცნება ნაკრებში თამაში იყო. ახლაც ისეთივე მონდომებით ჩამოვდივარ სათამაშოდ”, – განაცხადა შენგელიამ.







