საქართველოს ნაკრები კაპიტანი კვლავ საქმეშია. კალათბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ თოკომ ტრავმა რამდენიმე კვირის წინ VTB ლიგს გათამაშების ერთ-ერთ მატჩში მიიღო. ქართველმა კალათბურთელმა მუხლი დაიზიანა და გარკვეულ ხანს უქმობა მოუხდა.
რუსული საკალათბურთო კლუბის „ცსკას“ ოფიციალური გვერდი კი უკვე იუწყება, რომ თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და ის პარკეტს უახლოეს ხანში, კერძოდ კი ევროლიგის მორიგ ტურში, „ოლიმპიაკოსთან“ დაუბრუნდება. ეს დაპირისპირება 25 თებერვალს გაიმართება.
აი, რას ამბობს შენგელია თავისი გუნდის ოფიციალურ საიტთან მოკლედ კომენტარში.
„ოლიმპიაკოსთან მძიმე მატჩი გველის. ბერძნული გუნდი ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა. მათგან ხისტ თამაშს უნდა ველოდოთ. ტრავმა აღარ მაწუხებს და თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ“.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს თბილისში გამართულ „ბაბლზე“ ვერ დაეხმარა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სერბეთთან და ფინეთთან წააგო.




