საქართველოს ნაკრების კაპიტანს გარკვეული ხანი უქმობა მოუწევს. თორნიკე შენგელია ტრავმირებულია, რასაც მისი ამჟამინდელი კლუბის, მოსკოვის „ცსკას“ ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.
თორნიკე შენგელიამ დაზიანება VTB ლიგაში, “ზიელონა გორას” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ტრავმის სიმძიმეზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ვიცით, რომ ქართველმა კალათბურთელმა მუხლი იტკინა.
უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ თორნიკე შენგელია ევროლიგაზე მომდევნო მატჩში, რომელშიც „ცსკა“ „ვალენსიას“ უნდა დაუპირისპირდეს მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ უფრო დაზუსტებით გაირკვევა თუ როდიდან შეეძლება თორნიკე შენგელიას პარკეტზე დაბრუნება.




