კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურში “აპოელმა” “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
სამივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ოქრიაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მატჩის 36-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა. ნიქოზიელთა მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტიმ განაცხადა, რომ დაზიანება არ არის კუნთოვანი სახის და თორნიკემ თავი უბრალოდ შეუძლოდ იგრძნო.
რაც შეეხება დაუშვილს და ქვილითაიას მოედანზე ორივემ 90 წუთი გაატარეს.
მომდევნო ტურში “აპოელი” სტუმრად გიორგი პაპუნაშვილის და რევაზ ინჯგიას “აპოლონს” 19 სექტემბერს დაუპირისპირდება.





