კვიპრუსული მედიის ინფორმაციით, “აპოელ-ის” ქართველმა შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც დაზიანება ათი დღის წინ, აეკ-თან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
“მართლდება პროგნოზი, რომ “აეკ-თან” მიღებული ტრავმა თორნიკე ოქრიაშვილს არ დააბრკოლებდა “პაფოსთან” სეზონის პირველ დაპირისპირებაში მონაწილეობაში. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში ორშაბათს განაახლა და მას აქვს შანსი, სასტარტო 11-ეულში ადგილი დაიკავოს”, – წერს კვიპროსული მედია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 29 წლის შემტევი, რომელიც ბოლოს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში” გამოდიოდა, “აპოელს” ამ ზაფხულს შეუერთდა. “აპოელი” კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას 21 აგვისტოს, “პაფოსის” წინააღმდეგ გამართავს.








