ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდა და 15 ქულის სხვაობით, 87:72 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო, თავის გუნდში კი საუკეთესო იყო. თოკომ პარკეტზე გატარებულ არასრულ 28 წუთში საკუთარ ანგარიშზე 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააფიქსირა.
მოსკოველები ევროლიგაზე 30 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, სტუმრად „ზენიტის“ წინააღმდეგ გამართავს.




