VTB ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ ნიჟნი ნოვგოროდ 79:75 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
В непростой серии обыгрываем «Нижний Новгород» и выходим в полуфинал 😤
📊
Дани Хэкетт: 22 очка, 4 подбора, 2 передачи@TokoShengelia23: 12 очков, 3 подбора@Da_Thrill21: 11 очков, 4 подбора pic.twitter.com/Vowm8Nemne— CSKA Moscow (@cskabasket) May 15, 2021
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 27:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
შენგელიამ შვიდიდან ოთხი ორქულიანი და ათიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ნახევარფინალში ცსკა-ს მეტოქე სანქტ-პეტერბურგის ზენიტი იქნება, ვისთანაც „არმიელები“ ფავორიტად ითვლებიან და ფინალში გასვლას ეცდებიან.





