“ანორთოსისი” კონფერენსლიგაზე ესტონეთის “ფლორას” დაუპირისპირდა და თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ნიკა კაჭარავამ საგოლე პასი მიითვალა. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
“როცა ხელიდან ასეთ შესაძლებლობას უშვებ, ყველაფერი რთულდება. ეს ევროპაა, აქ ასე არ შეიძლება. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ორჯერ 2:0-ს ვიგებდით პირველ ტაიმში და ორჯერვე ვერ შევძელით გამარჯვების ბოლომდე მიყვანა. ეს არის ინდივიდუალური შეცდომების ბრალი, რომლებიც ძალიან ძვირი გვიჯდება. ბოლოს შეიძლება, წაგვეგო კიდეც.
ეს შედეგი გუნდის დაცვითი თამაშის ბრალი არ არის, უნდა გაგვეტანა, როცა ამის შესაძლებლობები უხვად იყო. ასე რომ, მხოლოდ მცველებს ნურაფერს დავაბრალებთ. პირველი თამაშიდან ბევრი რამ შევცვალეთ, ვიშრომეთ, მაგრამ შეცდომები დარჩა. ახლა უფრო დასანანი შედეგი იყო, ვიდრე შინ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. შეცდომები უნდა შევამციროთ, ეს შესაძლებელია”, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტებმა.
კონფერენსლიგაზე 4 ტურის შემდეგ “ანორთოსისს” ორი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.








