ეროვნული ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში “თელავი” ბოლნისის “სიონს” ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა მათ მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს.
მეორე ნახევარში, შეხვედრის 47-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ “თელავის” შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის 68-ე წუთზე ასევე კვერნაძის პასით ლაშა ქოჩლაძემ გოლი გაიტანა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
“თელავი” ეროვნულ ლიგაში ბათუმის “დინამოსთან” ერთად პირველ ადგილზე იმყოფება, გიორგი დარასელიას გუნდი კი ბოლო პოზიციას იკავებს.
გიორგი ჭელიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას “სამგურალის” წინააღმდეგ გამართავს, ბოლნისის “სიონი” კი თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება.