ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, გივი ჩიხლაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „თელავმა“ ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს არაერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს.
მეორე ტაიმში სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ერთი გოლი იხილეს. 65-ე წუთზე შეყილაძის დარტმის შემდეგ, დამატებაზე ბურთი მარაკველიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ამ მოგებით „თელავმა“ 12 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსები შეინარჩუნა. რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთელები მე-8 ადგილზე დაქვეითდნენ და გასავარდნ ზონაში მოექცნენ.
მომდევნო მატჩს „თელავი“ შინ „სამტრედიის“ წინააღმდეგ გამართავს, „შუქურა” კი გორის „დილას“ ესტუმრება.





