რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის რომელიც მარტში უნდა გამართულიყო, 2021 წლის თებერვალში გაიმართება.
სავარაუდოდ მატჩი 6 ან 7 თებერვალს ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგაც ბორჯღალოსნები ტურნირის ჩემპიონობასაც იზეიმებენ.
მანამდე, რუსების მთავარმა მწვრთნელმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური განცხადებაც გააკეთა. როგორც ჩანს „დათვები“ იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე საქართველოს ნაკრების დამარცხებას შეძლებენ.
„ჩვენი ამოცანა თბილისში გამარჯვებაა და ამის რეალური შესაძლებლობაც გვაქვს. ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. დიახ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ გავიმარჯვოთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები განვითარების მხრივ საგრძნობლად გვისწრებს. მათი მორაგბეების 60% თამაშობს და ვარჯიშობს საფრანგეთში. ამის მიუხედავად, ჩვენი ძალების უნდა ვირწმუნოთ და გვჯეროდეს წარმატების. მრავალი წლის შემდეგ, საქართველოსთან პირველი გამარჯვება რუსული რაგბისთვის აღმაფრენის წერტილი იქნება, ეს ძალიან გვჭირდება. სამწუხაროდ, მარტო მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ამისთვის საჭიროა, რომ ყველამ კარგად იმუშაოს“, – განაცხადა რუსეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს ბორჯღალოსნებისთვის 27 წელია არ მოუგია.








