40 წლის სპეციალისტი, ლაშა ჭაღიაშვილი თბილისის “ლოკომოტივს” ჩაიაბარებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა სპეციალისტი თბილისურ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბირშვილს ჩაანაცვლებს.
ლაშა თბილისის “ლოკომოტივში” უკვე 10 წელზე მეტია, რაც მუშაობს. ახალგაზრდა სპეციალისტი სხვადასხვა დროს დედაქალაქურ გუნდში, ასისტენტად და მენეჯრად მუშაობდა.
თბილისის “ლოკომოტივში” ახალი ეტაპი იწყება. კლუბი ძირითადმა ბირთვმა ახალი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა, ლაშა ჭაღიაშვილი კი ახალი კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ეცდება.





