თბილისის “დინამომ” 26 წლის განელი შემტევი ბარნს ოსეი დაიმატა- ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს კლუბის სოციალური ქსელი.
გავრცელებული ინფორმაციით, განელმა ფეხბურთემა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცნობისთვის, ოსეიმ გასული სეზონი კვიპროსის ჩემპიონატში “ნეა სალამისიში” გაატარა. ამ კლუბის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას უთამაშია პორტუგალიურ გუნდებში და განის ახალგაზრდულ ნაკრებში.





