14 ივლისს, თბილისის “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბაქოს “ნეფთჩი” ესტუმრება. შეგახსენებთ, თბილისური შეხვედრა აზერბ
თუ გავითვალისწინებთ თბილისური მატჩის მიმდინარეობას და იმასაც, რომ გაუქმებულია სტუმრად გატანილი გოლის წესი, “დინამოს” ნამდვილად აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი.
ბაქოში თამაში შედგება “ბაქსელ არენაზე”. ამ შეხვედრას მაყურებელი არ უნდა დასწრებოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა. სტადიონი 11 ათას გულშემატკივარს იტევს და მისი 50 პროცენტი აუცილებლად შეივსება. როგორც წერენ, გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. რა თქმა უნდა, ეს მასპინძლებს უპირატესობას აძლევს, მაგრამ იმედს დავიტოვებთ, გულშემატკივრის ფაქტორი მთლად გადამწყვეტიც არ აღმოჩნდება.
კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის დედაქალაქში 22 ფეხბურთელი წაიყვანა: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორკსლედე, სანდრო კალანდაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, ბარნს ოსეი, გიორგი ჩხეტიანი, მილან რადინი, გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი, თორნიკე ახვლედიანი.
თამაში ოთხშაბათს ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” გადმოსცემს.





