DailyMail-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბების მსგავსად, სუპერ ლიგის დატოვებას ატლეტიკო და ბარსელონაც აპირებს.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, პრემიერლიგური კლუბები საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებას უკვე შეუდგნენ.
ატლეტიკო სუპერ ლიგას ბარსელონაზე ადრე დატოვებს, მათ ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებული აქვთ, რაც შეეხება ბარსელონას, ისინი ამას არ ჩქარობენ.
კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე, ბარსელოანა სუპერ ლიგას არ შეუერთდება.





