ურუგვაელ ფორვარდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. ედინსო კავანი წითელ ეშმაკებში 2020 წელს გადმოვიდა და 18 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მისი ხელშეკრულება კლუბთან 1+1 სისტემით მოქმედებს.
კავანის მანჩესტერში დარჩენისკენ გული დიდად აღარ უწევს და წასვლა სურს, თუმცა ოლე გუნარ სულშერმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები აქვთ.
„კავანი ტოპ ფორვარდია. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ამიტომაც მასთან დიალოგს ვაწარმოებთ, მაგრამ რაც არ უნდა გადაწყვიტოს მის არჩევანს პატივს ვცემთ. მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოდით, უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“ – ამბობს სულშერი.
ამასობაში სულ ურფო აქტიურად იწერება ედინსონ კავანი არგენტინაში, კერძოდ კი „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლასთან დაკავშირებით.





