გერმანელი ფეხბურთელი სუატ სერდარი, კარიერას ,,ჰერტაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ბერლინური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.კონტაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
სუატ სერდარის ბოლო გუნდი ,,შალკე 04” იყო, რომელიც “ბუნდესლიგა2”-ში გავარდა.24 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
,,ჰერტამ” გერმანიის ბუნდესლიგაში 2020-2021 წლების სეზონში სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა.








