24 თებერვალს უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ბუნებრივია, ამ ფაქტმა მთელი სამყარო მოიცვა.
საქართველოს ნაკრებისა და “შალკეს” ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი ზემოთხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა:
“2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში შალკე 04-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის “გაზპრომის” სახელი ეწერა. ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ მეთამაშა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი.” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.








