გერმანიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში მინუხენის “ბაიერნს” რობერტ ლევანდოვსკიმ უკრაინის დროშის ფერის მქონე სამკლაურით უკაპიტნა.
პოლონელმა ფეხბურთელმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადება გაავრცელა:
“როგორც სპორტსმენი, თავს ვერ ვიტყუებ, რომ არაფერი ხდება.” – განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.
შეგახსნებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელმა პოლონეთის ფედერაციასთან ერთად რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა.
As an athlete, I can't pretend nothing is happening🇺🇦 #StandWithUkraine pic.twitter.com/eL0ccpJhdG
— Robert Lewandowski (@lewy_official) February 26, 2022








