30 წლის სერბი ფეხბურთელი სტეფან დენკოვიჩი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.
აჭარულმა გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელი ყაზახური “კაისარიდან” დაიმატა.
დენკოვიჩმა მიმდინარე სეზონში ყიზილორდა “კაისარის” მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბათუმის “დინამომ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გორის “დილადან” ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა და ბუნებრივია ზღვისპირული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე კიდევ არაერთ ტრანსფერს განახორციელებს.
სერბ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს “ზავიშაში” “სპარტაკ სუბოტიცაში” “სუტიესკაში” “ბოკლეჟში” “პუშკაკ აკადემიში” “ვოივოდინასა” და “ჰაპოელ ჰაიფაში” უთამაშია.





