შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში ITF-ის ეგიდით საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 60 000 ათასი დოლარია.
ქართველ გულშემატკივართა ინტერესს აღნიშნული შეჯიბრი ეკატერინე გორგოძის გამო იწვევს, რომელიც ერთეულთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობს და 1/2 ფინალში გავიდა.
ეკატერინე გორგოძემ ტურნირზე მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 1/4 ფინალში მან იტალიელი მეჩოგნე ბიანკა ტერატი დაჯაბდა, რომელსაც 6:2, 6:0 მოუგო.
ქართველ ჩოგბურთელს იტალიელ მეტოქესთან საკუთარი ანგარიშებიც ჰქონდა. ამას წინათ, ჩვენებურმა ბიანკა ტერატისთან დუბაის ტურნირზე წააგო და რევანში სწყუროდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ გორგოძემ მეტოქეს ზედიზედ 11 გეიმი მოუგო.
ფინალში გასასვლელად ეკატერინე გორგოძის მეტოქე ჯულიან გრაბერი ან მონა ბარტელი იქნება.





