ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ შინ თბილისის „დინამოს“ მიიღო. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
მატჩის მე-11 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გახსნა. შეხვედრის 24-ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.
გია გეგუჩაძის გუნდმა დომინანტობა მე-2 ტაიმშიც განაგრძო, ჯოვინო ფლამარიონის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა მშვენიერი გოლი გაიტანა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
აჭარული გუნდი ამ მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგაში გალიდერდა, კახა ცხადაძის გუნდი კი მე-2 ადგილს “გაგრასთან”, გორის “დილასთან” და “საბურთალოსთან” ერთად ინაწილებს.
გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს გორის “დილას” წინააღმდეგ ჩაატარებს, თბილისის “დინამო” კი ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდება.








