ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მოჭიდვეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სახეობაში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამ სომეხი მეტოქე 9:0 დაამარცხა და საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.
ნუგზარი 1:8-ში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთან დამარცხდა, თუმცა “როკ”-ის სახელით მოჭიდავე ფინალში გავიდა და ნუგზარს მედლისთვის ბრძოლის შანის მისცა. ახალგარდა მოჭიდავემ რეპეშაჟში ყაზახი მეტოქე იოლად დაამარცხა, მე-3 ადგილისთვის კი სომეხ სპორტსმენთაბაც იოლად იმარჯვა და შესაბამისად ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსანი გახდა.
ნუგზარ წურწუმიამ ასპარეზობის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:
“რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ, იყო რაღაც მცირე მიზეზები რამაც ხელი შემიშალა, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ, ყველაფერს ვიზამ ამისთვის.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს მესამე ადგილი დავიკავე, ძალიან ბედნიერი ვარ. ყველა მედალი დასაფასებელია და ყველანაირად ვეცდები, რომ ისევ გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი და გავახარო საქართველო.” – განაცხადა წურწუმიამ








