ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ ქართულ, აქა-იქ უცხოურ მედიაშიც გავრცელდა ცნობები, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი იტალიური „ნაპოლია“ დაინტერესებული.
ამის შესახებ „პრაიმსპორტმაც“ ოპერატიულად გაცნობათ. დასახელდა სატრანსფერო თანხაც – 25 მილიონი ევრო, რაც უმნიშვნელო თანხა ნამდვილად არ გახლავთ.
ქართველი ფეხბურთელის ჯენარო გატუზოს გუნდში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით კომენტარი „რუბინის“ დირექტორმაც გააკეთა. რუსემ საიმანოვი ამბობს, რომ არ უკვირს ევროპული გუნდების კვარაცხელიასადმი დაინტერესება.
„ხვიჩა მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას „ნაპოლის“ შესახებ, გეტყვით რომ ჯერ არავინ დაგვკავშირებია. ისე, სიმართლე ითქვას 25 მილიონი ევრო პატარა ფული არ არის“ – ამბობს ყაზანური გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ტალანტი „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2024 წელს იწურება, თუმცა გვეეჭვება მანამდე იქ დარჩეს.





