რუსეთში წინასასეზონო ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა ბოლო მატჩი გამართა და სოჩისთან 1:3 დათმო. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის ლეონიდ სლუცკიმ 61-ე წუთზე გამოცვალა, მას მერე, რაც მასთან უხეშობისთვის სოჭელებს კაცი გაუძევეს.
სხვათა შორის, პირველ ტაიმში ხვიჩამ ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხი ცუდად დადგა და კინაღამ კოჭი ამოუტრიალდა. საბედნიეროდ, მან თამაშის გაგრძელება შეძლო.
თამაშის შემდეგ Матч ТВ-ისთან ინტერვიუში სლუცკიმ აღნიშნა, რომ რუბინიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი წავა და ეს იქნება ყველაზე მსხვილი ტრანსფერი. ამით რუბინის თავკაცმა ირიბად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სხვა კლუბში მიდის.
ლეონიდ სლუცკი: “ჩვენგან წავიდა სტარფელტი. ასეთია თამაშის წესები – თუ ვიღებთ საინტერესო წინადადებას, რომელიც კლუბისთვის ხელსაყრელია, იძულებული ვართ, ის მივიღოთ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებს ცოტა რევს.
არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც კიდევ დაგვტოვებს ამ ზაფხულს. ეს ნორმალურია. მოხარული ვარ, რომ ასეთი რამ ხდება. როცა ტრანსფერი ოფიციალურად დასრულდება, ეს იქნება ყველაზე მსხვილი ტრანსფერი”.





