ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, თუ როდის დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად ვარჯიშს.
“მე-2 შეკრებისას გუნდთან ერთად იქნება. კვარაცხელია და სამოშნიკოვი უკვე ფიზ.მომზადების მწვრთნელთან ერთად მუშაობენ. ჩვენი სურვილი იყო, ამ ფეხბურთელებს ფიზიკურ კონდიციებში მოემატებინათ და სწორედ ამიტომ ვარჯიშობდნენ ცალკე. ახალი შეკრებისას უკვე გუნდთან ერთად დაიტვირთებიან”, – თქვა სლუცკიმ.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყაზანის “რუბინის” რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.





