ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, გუნდის 20 წლის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ყველა მატჩი ვნახე, მათ შორის შვედეთთანაც, რომელშიც ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. საბრძნეთთან გოლი თავის კლასიკურ სტილში გაიტანა.
ესპანელებთან კარგად შეასრულა. ჩანს, რომ ის ნაკრებში თავს უკვე ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს, არის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი – ისეთივე, როგორიც ჩვენს კლუბშია“, – განაცხადა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა და მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ყაზანური გუნდის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.





