ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, კალათბურთის ტურნირში, სლოვენიის ნაკრებმა ლუკა დონჩიჩის შესანიშნავი თამაშის წყალობით, არგენტინა დაამარცხა.
სლოვენიის ნაკრებისა და დალას მავერიკსის ლიდერი მოედანზე საუკეთესო იყო. ლუკამ თამაში 48 ქულით, 11 მოხსნით, 5 პასითა და 3 დაფარებით დაასრულა.
22 წლის კალათბურთელმა ოლიმპიადის ისტორიაში NBA-ს კალათბურთელებისთვის საუკეთესო შედეგიანობა აჩვენა.
სლოვენიის ნაკრები ტოკიოს თამაშებზე მომდევნო მატჩს 29 ივლისს, მასპინძელ იაპონიასთან ჩაატარებს, არგენტინა კი ამავე დღეს ესპანეთს ეთამაშება.





