გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ „ვალენსიასა“ და ნიდერლანდების ნაკრების მეკარის, იასპერ სილესენის მდგომარეობაზე ისაურა.
ჟურნალისტი წერს, რომ 32 წლის მეკარე „ვალენსიაში“ „ბარსელონადან“ სათამაშო დროის სიმცირის გამო გადავიდა, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.
„სილესენი „ვალენსიაში“ იმის გამო გადავიდა, რომ მას “ბარსელონაში” თამაში არ უწევდა.
თუმცა, მის გარშემო პრობლემები არ წყდება: კოვიდი, ტრავმები, ვან გაალი და ახლა უკვე მამარდაშვილიც.
32 წლის მეკარეს ევროპის ჩემპიონატის წინ COVID-19 დაუდასტურდა და ნიდერლანდების ნაკრების დახმარება ვერ შეძლო.
ახალ სეზონში კი მან ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაში ახალგაზრდა მამარდაშვილს მოუწია, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა. ქართველი მეკარის დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ხოსე ბორდალასს მეკარე აღარ შეუცვლია“, – ნათქვამია სტატიაში.
„ვალენსია“ ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 19 სექტემბერს, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს. „სამეფო კლუბის“ „ღამურების“ კარს სავარაუდოდ კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რადგან ქართველ მეკარეს ლა ლიგის საწყის 4 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული, ბორდალასის გუნდი კი ამ დრომდე სატურნირო ცხრილის სათავეშია.





