საქართველოსა და შვედეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 დაიწყება. მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე შვედეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გაირკვა.
შვედეთი (4-4-2): ოლსენი – კრაფტი, ლინდელოფი, ნილსონი, აუგუსტინსონი – კლაესონი, სვანბერგი, ოლსონი, ფორსბერგი – იბრაჰიმოვიჩი, ისაკი.
საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრამდე ჯგუფში 4 ქულა აქვს და ოთხივე გასვლით შეხვედრებში აიღო, შინ კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წაგებული აქვს. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და 3 ქულა აუცილებლად სჭირდება.








